ჯენიფერ ენისტონის თქმით, მსახიობები მზად არიან FRIENDS-ის გასაგრძელებლად

The Ellen Show

ყველასთვის საყვარელი და საკულტო სერიალი Friends შესაძლოა გაგრძელდეს - ამის შესახებ სერიალის მსახიობმა, ჯენიფერ ენისტონმა ელენ დეჯენერისთან შოუში ისაუბრა.

წამყვანმა მსახიობს უთხრა, რომ გაერგძელებინათ სერიალის გადაღება, რაზეც მან შემდეგი პასუხი მიიღო.

”მე ამას ვიზამდი. გოგოებიც იზამდნენ ამას, ბიჭებიც იზამდნენ ამას. ყველაფერი შეიძლება მოხდეს”, - თქვა ჯენიფერ ენისტონმა.

სექტემბერში Friends-ის გამოსვლიდან 25 წელი გადის. სერიალის პირველი სერია 1994 წლის 22 სექტემბერს გამოვიდა, უკანასკნელი კი 2004 წლის 6 მაისს.

კომენტარები