ზაფხული

გარემოს სააგენტო: 2019 წლის ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1 გრადუსით მეტი იქნება

www.theweathernetwork.com

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის ზაფხულის პროგნოზი ცნობილია. საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი. ნორმაზე მეტი იქნება ნალექის რაოდენობაც.

"საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +21, +22; მთაში +18, +20; მაღალ მთაში +15, +17; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +23; მთაში +17, 19; მაღალ მთაში +14, +15 გრადუსს შეადგენს.

საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის ნალექების საშუალო მრავალწლიური რაოდენობა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 250-300 მმ, სანაპირო რაიონებში 550-600, მთაში 220-250 მმ, მაღალმთაში 250-350 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 150-300 მმ, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში 200-300 მმ-ს შეადგენს" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები წაკითხეთ აქ.

კომენტარები