ავსტრალია

ავსტრალიის ქალაქ დარვინში შეიარაღებულმა კაცმა 4 ადამიანი მოკლა და ერთი დაჭრა

EPA

ავსტრალიის ქალაქ დარვინში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ადამიანი მოკლა და ერთი დაჭრა.

ის პოლიციამ თავდასხმიდან ერთ საათში დააკავა. მათი თქმით თავდასხმა ტერორისტული არ არის. თვითმხილველების თქმით ის კონკრეტულ ადამიანს, სახელად ალექსს ეძებდა.

ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა ავსტრალიაში მას შემდეგ, რაც 1996 წელს, ტასმანიაში მომხდარ სროლაში 35 ადამიანის დაღუპვის შემდეგ იარაღზე კანონები გამკაცრდა.

დაკავებულ 45 წლის კაცს სწორედ აკრძალული ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა. ის წარსულშიც იყო ნასამართლევი.

კომენტარები