NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
საბჭოთა რეპრესიები

ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე საბჭოთა პერიოდში რეპრესირებულთა მემორიალური ნიშნები დაამონტაჟეს

კვირა, 2 ივნისი, 2019 - 12:33
tbl.ge/3qhw
დაკოპირდა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა

დღეს, 2 ივნისს ნიკო ნიკოლაძის ქუჩა #7-ში "უკანასკნელი მისამართი საქართველოს" და "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB)" ორგანიზებით მოხდა მემორიალური ნიშნების დამონტაჟება.

უკანასკნელი მისამართი აღნიშნავს 1937-1938 წლებში რეპრესირებულების - გიორგი ყურულაშვილის, ხათუნა ჭიჭინაძის, გიორგი ქუთათელაძის და მიხეილ ლევანდოვსკის სახელებს.

გიორგი ყურულაშვილი და მისი მეუღლე, მსახიობი ხათუნა ჭიჭინაძე ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადების ბრალებით დახვრიტეს. გენერალ ქუთათელაძეს ბრალად ზინოვიევურ-ტროცკისტული, ტერორისტული, მავნებლური ორგანიზაციის წევრობა, ხოლო გენერალ ლევანდოვსკის წითელ არმიაში ტროცკისტულ, სამხედრო-ფაშისტურ შეთქმულებაში მონაწილეობა ედებოდათ. გიორგი ქუთათელაძე 1937, ხოლო მიხეილ ლევანდოვსკი 1938 წელს დახვრიტეს. საბჭოთა რეპრესიები შეეხო მათი ოჯახის წევრებსაც, რომლებიც გადაასახლეს.

მათი რეაბილიტაცია 1956-1957 წლებში მოხდა.

პროექტი "უკანასკნელი მისამართი. საქართველო" საზოგადოებრივი ინიციატივაა, რომლის მიზანია საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში პოლიტიკური რეპრესიების და სახელწმიფოს თვითნებობის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის უკვდავყოფა და ამისათვის ლითონის მემორიალური დაფების განთავსება იმ სახლებზე, სადაც ტერორის მსხვერპლები დაპატიმრებისას ცხოვრობდნენ. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ 2018 წელს გახდა საერთაშორისო პლატფორმის "უკანასკნელი მისამართის" (რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, ჩეხეთი, გერმანია) საქართველოს ორგანიზაციის პარტნიორი და თანადამფუძნებელი.

"პროექტის მიზანია საბჭოთა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა სახელები დაბრუნდეს მეხსიერებაში და ქალაქში გამოჩნდეს ნიშნები, რომ დავინახოთ ტერორის მასშტაბი, გავიხსენოთ ეს ადამიანები და დავსვათ კითხვები, ვინ იყვნენ ისინი და რა მოხდა 1921 წლიდან მოყოლებული ორმოცდაათიანი და მომდევნო წლების ჩათვლით, როდესაც პოლიტიკური რეპრესიები ხდებოდა. ეს არის საერთაშორისო ინიციატივა, ჩვენ ამას გასულ წელს შევუერთდით და ვმუშაობთ, ოღონდ ძალიან რთულად და ნელ-ნელა, რომ ეს მემორიალური ნიშნები გამოჩნდეს ქალაქში. საკანონმდებლო ჩარჩო ამისათვის კეთილგანწყობილი არ არის. წელიწადში რამდენჯერმე თუ ვახერხებთ განცხადების წარდგენას და საზოგადოებაშიც გამოიკვეთა, რომ ასეთი მეხსიერების, კულტურის აღქმა საკმაოდ მოისუსტებს.

ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ ეს საქმიანობა გავაგრძელოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვითონ მსხვერპლთა შთამომავლებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მათი რეპრესირებული წინაპრების სახელები თითქმის არსად არ ჩანს და თუკი ჩანს, ხაზგასმით არ არის აღნიშნული რისი მსხვერპლი გახდნენ.

ეს არის ერთდროულადსაგანმანათლებლო დატვირთვის მქონე საქმიანობა და პროექტი და ასევე მეხსიერების და ხსოვნის ელემენტიც აქვს, რამდენადაც, ჩვენ ვცდილობთ რომ, ასე ვთქვათ, არ დავახარისხოთ მსხვერპლი, ვაჩვენოთ სრული სურათი, რომ ტოტალიტარული რეჟიმის სახე გამოჩნდეს შეულამაზებლად, რომელიც ანადგურებდა როგორც მის რეალურ მოწინააღმდეგეებს, ვინც საფრთხეს უქმნიდა საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმს, ასევე სოციალურად მისთვის მიუღებელ ფენებს ადამიანების და ასევე საკუთარი სისტემის და რეჟიმის წარმომადგენლებსაც, ამიტომ ამ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი საზოგადოებამ, გაიხსენოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს." თქვა "ტაბულასთან" საუბარში "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიიის" მკვლევარმა და "უკანასკნელი მისამართი. საქართველოს" თანადამფუძნებელმა ირაკლი ხვადაგიანმა.

საბჭოთა კავშირისაბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაუკანასკნელი მისამართი საქართველომემორიალური დაფანიკო ნიკოლაძის ქუჩახათუნა ჭიჭინაძეგიორგი ყურულაშვილიგიორგი ქუთათელაძემიხეილ ლევანდოვსკიSOVLABსაბჭოთა რეპრესიები

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 4 თებერვალი, 2022 - 22:33აჭარაში საბჭოთა პერიოდში დახვრეტილი 29 ადამიანის ნეშტი იპოვეს – ცნობილია მათი ვინაობაც
  • პარასკევი, 31 ივლისი, 2020 - 12:54ჩეკას ყოფილ სახლთან 1924 წელს საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილების გვარები წაიკითხეს
  • პარასკევი, 9 ნოემბერი, 2018 - 13:22SOV LAB: მერია საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალების განთავსებას გვიკრძალავს
  • პარასკევი, 5 ოქტომბერი, 2018 - 14:53უკანასკნელი მისამართი - თბილისში რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დაფები გაჩნდება

კომენტარები

ბოლო სიახლეები

N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია (რ)
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 17:14

N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია (რ)

თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 16:58

თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 16:53

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა

BOG - ქართველი მოჭადრაკეების მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე (რ)
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:59

BOG - ქართველი მოჭადრაკეების მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე (რ)

კიევი ევროკავშირის წევრობის გზაზე წინ მიიწევს – EU-მ მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:29

კიევი ევროკავშირის წევრობის გზაზე წინ მიიწევს – EU-მ მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
5NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕