რამდენიმე ადამიანი, იმდენად უცბად ანერვიულდებით ხოლმე სასამართლოს რომ შეეხება საქმე, რომელიც ძალიან ანგარიშვალდებული ხართ ამ სასამართლოს წინაშე და იუსტიციის საბჭოს წინაშე, იმდენად ანგარიშვალდებული, რომ ფიანდაზად ეგებით და გავიწყდებათ, რომ უწყინარი საკითხებიც არსებობს, რომლებსაც არ ჭირდება ასე ღიად გაეფინოთ ფიანდაზად. ძალიან მარტივი საკითხია, - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლება. ეს წერია კონვენციაში. მე მესმის, რომ ანრი ოხანაშვილს ეს არ ესმის, რადგან რომ გავიცანი, ევროსაბჭოს და ევროკავშირს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა. პირველი, რითიც დამამახსოვრა თავი, ნახევარი საათი ვუხსნიდი, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება არის სავალდებულო. იურისტმა რომ არ იცის, თუ რა არის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები, გასაგებია, რომ არ ესმის უფრო ისეთი სიღრმისეული საკითხები, როგორიცაა გასაჩივრებისა და დასაშვებობის ეტაპები. არაკომპეტენტურობასთან ერთად, ჩვენ საქმე გვაქვს ღია, დეკლარირებულ მსახურებასთან.
საქართველოს პარლამენტი
ბესელია ოხანაშვილზე: რომ გავიცანი, ევროსაბჭოს და ევროკავშირს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა
tbl.ge/3q7v
დაკოპირდა

თქვა პარლამენტის პლენარულ სესიაზე ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილზე.
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




