ოჯახში ძალადობა

ცოლის მიმართ მუქარისა და ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

www.geo.tv

ცოლის მიმართ მუქარისა და ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ცოლს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მასზე ფიზიკურად იძალადა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს კ.ღ. ახმეტის რაიონში, მისსავე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს ა.ხ-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც უყვიროდა, რომ არ აცოცხლებდა. სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ კ.ღ-მ 2018 წლის 29 დეკემბერს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა," - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა კ.ღ 2018 წლის 29 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით(ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები