ზურაბ ჭიაბერაშვილი

ჭიაბერაშვილი საქსტატზე: ეს არის ძალიან ცუდი სამსახური

ჯამურად თუ ამ ყველაფერს წარმოვიდგენთ, ჩვენ ვნახავთ, რომ ყველაფერ იმას, რასაც პერიოდულად სტატისტიკის ეროვნული სამსახური რაღაც ვარდისფერ ფერებში გვიხატავს, მას შემდეგ რაც ეს ადამიანი [გოგიტა თოდრაძე] დაინიშნა ამ სამსახურში, ეს არის ძალიან ცუდი სამსახური ამ ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის გვიხარია ეს მდგომარეობა, მაგრამ თუ რეალური სურათი არ ვიცით, მაშინ ვერც პოლიტიკას სწორად ვერ განვსაზღვრავთ, რა უნდა გაკეთდეს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ზურაბ ჭიაბერაშვილი აკრიტიკებს საქსტატის საქმიანობას. მისი თქმით, გოგიტა თოდრიძის უწყება წვრილმანების დამახინჯებით რიგ საკითხებში არასწორად წარმოაჩენს მდგომარეობას.

კომენტარები