ჩემი ანალიზით და შეფასებით, მთაწმინდის მოსახლეობისთვის პრინციპში, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ერთი წელი ვინ იქნებოდა მათი დეპუტატი. მე ასე ვთვლი ამას. ვფიქრობ, რეალურად, ეს იყო იმის განმაპირობებელი, რომ დაბალი აქტივობა მივიღეთ. მოსახლეობა არ იყო მოტივირებული, რომ პრინციპული არჩევანი გაეკეთებინათ. მათ პრინციპული არჩევანი გააკეთეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ჩვენ ვნახეთ, რა შედეგიც მივიღეთ. მათ შორის, მთაწმინდაზე და ყველგან
მთაწმინდის შუალედური არჩევნები
ღარიბაშვილი: მთაწმინდელებისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა 1 წელი ვინ იქნებოდა მათი დეპუტატი
tbl.ge/3pjr
დაკოპირდა
ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი არხის გადაცემა "თავისუფალი ხედვაში" თქვა. ცნობისთვის, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე და ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე დაუპირისპირდებიან.