აბაშიძე-კარასინის ფორმატი

NDI: მათგან, ვისაც აბაშიძე-კარასინის ფორმატზე სმენია, 45% ფიქრობს, რომ შეხვედრები უსარგებლოა

ზურაბ აბაშიძე და კარასინი

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 55%-ს აბაშიძე-კარასინის ფორმატის შესახებ არ სმენია. 41% დადებითად პასუხობს, ხოლო 4%-მა არ იცის, სმენია თუ არა.

ამასთან, იმ 41%-დან, ვინც ფორმატის შესახებ იცის, 45% ფიქრობს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი უსარგებლოა, 32%-ის აზრით სასარგებლოა, ხოლო 23%-მა არ იცის, სასარგებლოა თუ არა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების ფორმატი 2012 წლიდან დაიწყო. მთავრობამ რუსეთ-საქართველოს შორის არაფორმალური დიალოგის ეს ფორმატი "სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად" შექმნა. 

კომენტარები