არჩევნები 2019

პანკისში ამომრჩეველი უბანზე ბატკნით, ყვავილებით და ნამცხვრით მივიდა

პანკისში, სოფელ ომალოს 24-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველი ბატკნით, ყვავილებითა და ნამცხვრით მივიდა. მან კომისიის წევრებს ლექსი წაუკითხა და თქვა, რომ ამით კომისიის წევრების მიმართ პატივისცემა გამოხატა. უბნის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს მოულოდნელი იყო. ის საჩუქრების მიღებას უარყოფს.

"რა საჩუქარი, კექსია, ქალო, საჭმელი" - ამბობს პალიტრანიუსის ვიდეოში ამომრჩეველი დანო თურქოშვილი და აღნიშნავს, რომ კექსი კომისიის წევრებს რამადანის მარხვის გამო მიუტანა.

კომენტარები