არჩევნები ზუგდიდში

მდინარაძე: მოქალაქეებს მოვუწოდებ, მიშა სააკაშვილის ხუშტურებს ნუ აყვებიან

პროვოკაციული ფონი აშკარად არის ზუგდიდიში და ამისთვის, რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანის გადაყვანა მოუწიათ ზუგდიდში. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და მოვუწოდებ,  მიშა სააკაშვილის ხუშტურებს ნუ აყვებიან და ამ ხუშტურების შესრულებაზე ნუ მოიკლავენ თავს, რადგან შეიძლება ეს სისხლის სამართლის საქმეში გადაიზარდოს. ასეთი ფონია შექმნილი. ასეული ნასამართლევი პირია იქ ჩაყვანილი ასევე ჩვენი ინფორმაციით, რა თქმა უნდა, ეს ჯერ დაუზუსტებელი ინფორმაციაა. ეს ცალკე აღებული არაფერს ნიშნავს, მთავარია ისინი ქმნიან პროვოკაციულ ფონს მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ ჩვენი კანდიდატი იმარჯვებს დამაჯერებლად და ამისი გამორიცხვა უნდათ ამ არჩევნების ჩაშლის მცდელობით.

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ზუგდიდში წინასაარჩევნო გარემოზე. მდინარაძის ამ კომნეტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები