თქვენ ხედავთ როგორ მიდის მოვლენები მათ შორის ზუგდიდში, როგორ მიმართავენ ძველ ხრიკებს, მაგრამ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ბევრად უფრო შემტევად. აქეთ კი არ უნდა ვიცავდეთ თავს, უნდა მივაწვეთ ბოლომდე, უნდა შევუსრულოთ ივანიშვილს ბოლომდე ნამდვილად, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული.
სააკაშვილი ზუგდიდზე: უნდა მივაწვეთ, შევუტიოთ, უნდა შევუსრულოთ ივანიშვილს ბოლომდე
tbl.ge/3ow4
დაკოპირდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეი სააკაშვილი facebook-ზე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. გუშინ დილით ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. ასევე, გვიან ღამით ხმაური იყო ზუგდიდის საოლქო კომისიაში საიდანაც ამომრჩევლების სიები და ბეჭდები გაიტანეს. დღეს დილიდან კომისიასთან აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.




