მივმართავ ქართულ ოცნებას, რომ ერთი წუთით უბრალოდ გვერდზე გადადეთ ის ინსტრუქციები, თუ მესიჯები, რომლებიც მოგდით და რომლის მიხედვითაც უნდა თქვათ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიდის. რეალობას შეხედეთ თვალებში და დაინახეთ, რომ იმ ადგილას, სადაც წინა არჩევნების შედეგად ადამიანი ინსულტით გარდაიცვალა, ადამიანი, რომელიც იძახდა, რომ ჩემზე არის პოლიტიკური ზეწოლა და ამის მერე არაფერი გამოიძიეთ. ისევ იმ ადგილას ვხედავთ კადრებს ზონდერებს და ინსტრუქციებს, რომ თურმე ადამიანის გატაცებაც შეიძლება, მოსყიდვა, ზეწოლა და რისთვის? იმისთვის, რომ ოღონდ თქვენ შეინარჩუნოთ სკამები? რატომ გაქვთ ასეთი პანიკა, რომ მართლაც სახეს კარგავთ ამ არჩევნების დროს. ისევ ფარული ჩანაწერი და მისი ციტირება, ისევ ზონდერი, ზეწოლა, გატაცება. ხომ ძალიან მწვავედ იწვნიეთ ეს საპრეზიდენტო არჩევნებზე ია კერზაიას საქმეზე? არ მჯერა, რომ რომელიმეს არ გრცხვენიათ ამ საქმის, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად სხვანაირად საუბრობთ.
საქართველოს პარლამენტი
ხოშტარია უმრავლესობას: რატომ გაქვთ ასეთი პანიკა? მართლაც სახეს კარგავთ ამ არჩევნების დროს
tbl.ge/3opp
დაკოპირდა

თქვა ვროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე.
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




