თბილისის მეტროპოლიტენი

კალაძე: პრემიერისგან თანხმობა გვაქვს, მეტროს ახალი, ევროპული ვაგონების შესყიდვას ვიწყებთ

ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვხვდა წილად, რადგან, რაც მეტრო გაიხსნა, 1966 წელს, მას შემდეგ ძირეული რეაბილიტაცია და ცვლილებები არ განხორციელებულა. შესაბამისად, ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემები, თუმცა ვართ ძალიან ამბიციურად განწყობილნი. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე უსაფრთხო, კომფორტული და პოპულარული. მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია უკვე დაწყებული გვაქვს, თუმცა უკვე მივედით იმ ზღვრამდე, რომ დარჩენილი ვაგონები არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. შესაბამისად, პრემიერისგან თანხმობა მიღებული გვაქვს და მეტროს ახალი ევროპული ტიპის ვაგონების შესყიდვას ვიწყებთ. ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით

თბილისის მერი კახა კალაძე ახალი ავტობუსების წარდგენისას.

კომენტარები