საქართველოს დემოკრატიული ინიციტიავა

მშვენიერაძე: "უკვდავი პოლკის" აკრძალვა უფრო გვაახლოებს რუსეთთან, ვიდრე ამ აქციის ჩატარება

არაერთი მოსაზრება შემხვდა იმის შესახებ, რომ "უკვდავ პოლკს" მთავრობამ არ უნდა მისცეს აქციის ჩატარების უფლება. მეგობრებო, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მთავრობის ნებართვა არ სჭირდება აქციის ჩატარებას, ეს ჩვენი მონაპოვარია და გაფრთხილება სჭირდება. ესეც განგვასხვავებს რუსეთისგან, სადაც აქციის გამართვას მთავრობის ნებართვა სჭირდება. გამოხატვის თავისუფლება იმითაა ძვირფასი, რომ იცავს ისეთ გამოხატვასაც რაც არ მოგვწონს, თორე რაც ყველას მოსწონს, რა თქმა უნდა მას დაცვა არ სჭირდება. ამიტომ გვახსოვდეს, რომ მოთხოვნა, მთავრობამ ვინმეს აუკრძალოს მშვიდობიანი აქციის ჩატარება, უფრო გვაახლოებს რუსეთთან, ვიდრე თავად ეს პრორუსული აქცია

იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე საზოგადოების ნაწილის მოთხოვნას ეხმაურება, რომლებიც მთავრობის მიერ 9 მაისს დაგეგმილი პრორუსული აქციის ე.წ "უკვდავი პოლკის" ჩატარების აკრძალვას მოითხოვენ.

კომენტარები