ამ ადამიანის მიერ საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის ქონა არის პროვოკაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. სიტყვები არ მყოფნის, რომ აღვწერო ეს. სამწუხაროდ ამერიკული ბაზების ან რომელიმე ჩვენი მოკავშირის თავისუფალი, ნატოს წევრი ქვეყნის ბაზების განლაგების საკითხი დღეს მყისიერად არ დგას, მაგრამ რომ იდგეს, ან დღეს არ დგას, მაგრამ ჩვენ მივილტვით იმისკენ რომ დაცული ვიყოთ ჩვენი მთავარი საფრთხისგან რუსეთისგან, რატომ შეიძლება, რომ საქართელოს პრეზიდენტი იყოს ამის წინააღმდეგი. რატომ შეიძლება სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი იძახდეს, რომ პროვოკაციაა ქვეყნის სურვილი, რომ იყოს დაცული მტრისგან,მოკავშირე ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგებით. ეს ადამიანი არის სავსე საქართველოს ინტერესებისთვის საზიანო მავნებლური შეხედულებებით და იდეებით.
აშშ-ის ბაზები
ბოკერია: ზურაბიშვილი სავსეა საქართველოს ინტერესებისთვის საზიანო შეხედულებებით და იდეებით
tbl.ge/3nmg
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ. პრეზიდენტმა ქვეყანაში აშშ-ის ბაზების განლაგების შესახებ თქვა: "ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც შეიძლება, პროვოკაციად იყოს აღქმული."




