ტერორიზმი

ტრამპის ადმინისტრაცია "მუსლიმი ძმების" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანას გეგმავს

აბდელ ფათაჰ ალ-სისი და დონალდ ტრამპი
Getty

თეთრი სახლის სპიკერის, სარა სანდერსის ინფორმაციით დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს "მუსლიმი ძმებს საზოგადოება" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანოს.

"პრეზიდენტმა კონსულტაცია გაიარა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან და რეგიონის ლიდერებთან, რომლებიც მის საფიქრალს იზიარებენ. მიმდინარეობს შიდა პროცესები ამ მიმართულებით." თქვა მან.

სიაში მოხვედრის შემთხვევაში ყველაზე ძველ ეგვიპტურ ისლამისტურ მოძრაობას, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში მილიონზე მეტი წევრი ჰყავს, ეკონომიკური სანქციები და სამგზავრო შეზღუდვები დაუწესდება. სანქციები შეეხება მათაც, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

გავრცელებული ინფორმაციით გადაწყვეტილება აპრილში თეთრ სახლში დონალდ ტრამპის და ეგვიპტის პრეზიდენტის, აბდელ ფათაჰ ალ-სისის შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს სწორედ სისის მეთაურობით დაამხრეს "მუსლიმი ძმების" ყოფილი ლიდერი მუჰამედ მურსი. ეგვიპტეში "მუსლიმი ძმები" უკვე ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული. დააკავეს ორგანიზაციის ათასობით წევრი.

საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში "მუსლიმი ძმები" ამბობენ, რომ თეთრი სახლის გადაწყვეტილების მიუხედავად მშვიდობიან მუშაობას გააგრძელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მხარს უჭერენ "მუსლიმი ძმების" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანას, ამას აკრიტიკებენ პენტაგონში.

კრიტიკა დააფიქსირა თურქეთის მმართველი პარტიის სპიკერმაც. მისი თქმით ეს ახლო არმოსავლეთში დემოკრატიზაციას ხელს შეუშლის და სამხედრო დაჯგუფებებს გააძლიერებს.

აშშ-ის გადაწყვეყილებას აკრიტიკებს ირანიც.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიაც შეიყვანა.

კომენტარები