მიგრაცია

2018 წელს ემიგრანტების რიცხვი 15.8%-ით გაიზარდა

benjielayug.com

საქსტატის განახლებული დემოგრაფიული მონაცემებით, 2018 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 98 935 ადამიანს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.8%-ით მეტია. მათი 86.6% შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში შედიოდა (15-64).

რაც შეეხება იმიგრაციას, მისი მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 5.9%-ით გაიზარდა და 88 152 ადამიანს შეადგენდა. მათგან 84.5% შრომისუნარიანი ასაკის იყო.

ამგვარად, საქართველოს 2018 წელს უარყოფითი მიგრაციული სალდო ქონდა, რომელიც 10 783 მიგრანტს შეადგენდა.

კომენტარები