ინდონეზია

ინდონეზიის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის დედაქალაქი ჯაკარტა აღარ იქნება

The Independent

ინდონეზიის დაგეგმარების მინისტრი ამბობს, რომ ქვეყნის დედაქალაქი ჯაკარტა აღარ იქნება. 

ბემბენგ ბროდჯონეგორომ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდოს მიერ დედაქალაქის გადატანის გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანი იყო. 

თუ სად იქნება ახალი დედაქალაქი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი მედია წერს, რომ შესაძლოა ეს პალანგკარაია იყოს, რომელიც კუნძულ კალიმანტანზე (იგივე ბორნეო) მდებარეობს. 

ჯაკარტაში 10 000 000 ადამიანი ცხოვრობს და ის ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია მსოფლიოში. ეს გეგმა პრეზიდენტმა მას შემდეგ გაახმოვანა, რაც მან ამ თვეში ეროვნულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, თუმცა არჩევნების ოფიციალური შედეგები 22 მაისს გახდება ცნობილი. 

დედაქალაქის გადატანის იდეა ინდონეზიაში რამდენჯერმე წამოიჭრა მას შემდეგ, რაც 1945 წელს ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. 2016 წელს კვლევით დადგინდა, რომ ამ ქალაქში მსოფლიოში ყველაზე მეტად გადატვირთული მოძრაობაა. სახელმწიფო მინისტრებს პოლიციის ესკორტით უწევთ სიარული, რადგან შეხვედრებზე დროულად მივიდნენ.

კომენტარები