უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2019

ევროკავშირი ზელენსკის რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

FT

ევროკავშირმა გაპრეზიდენტების მილოცვასთან ერთად ახალ პრეზიდენტს რეფორმების გატარება, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლისკენ მოუწოდა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა არჩევნების შედეგები დადებიტად შეაფასეს.

მათი თქმით, ევრომაიდანის შემდეგ ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა თუმცა უკრაინელი ხალხის ნების აღსასრულებლად კიდევ ბევრი იყო გასაკეთებელი.

"უკრაინის რეფორმების გზაზე ევროკავშირისგან ძლიერი მხარდაჭერა გაქვთ, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, კორუფციასთან ბრძოლა, მაკრო-ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და ენერგო სექტორის აუცილებელი რეფორმა" - ვკითხულობთ მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართა. უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დროისთვის ხმების 99% აქვს დათვლილი. ამ მონაცემების მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკის 73.21% აქვს, პეტრო პოროშენკოს კი - 24.46%.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სულ 30 311 492 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

უკრაინაში არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. პირველ ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30.24% მიიღო, პოროშენკომ კი, 15.94%. არჩევნების პირველ ტურში 39 კანდიდატი მონაწილეობდა.

უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს.

კომენტარები