ჭიაბერაშვილი: ბიძინასთვის ოცნების დეპუტატები ფურცლებია, დაჯღაბნის, დაჭმუჭნის, გადააგდებს

დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" ზოგიერთი დეპუტატიც კი გულში ფიქრობს, რატომ უკეთებთ მათ ამას ბიძინა ივანიშვილი - როგორც თვითონ ამბობენ, "ბატონი ბიძინა" - ანუ რატომ აიძულებთ მათ, ასეთ მორალურ კომპრომისზე წავიდნენ და მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი ჩააბეტონონ და ჩააცემენტონ კარგა ხნით.

პასუხი მხოლოდ სასამართლოს კონტროლში არაა.

ივანიშვილს უნდა, მორალურად საბოლოოდ მოსპოს და გაანადგუროს საკუთარი მორჩილი უმრავლესობა პარლამენტში, რათა ხვალ - როცა არანაკლებ მძიმე გადაწყვეტილებებს მიაღებინებს - ის მინიმალური წინააღმდეგობაც არ შეხვდეს, რაც ახლა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებაზე შეხვდა.

იგი "ოცნების" დეპუტატებს უყურებს, როგორც ქაღალდის ფურცლებს, რომლებსაც, როგორც უნდა, ისე მოეპყრობა: უნდა გვერდზე გადადებს, უნდა ზედ რამეს დაჯღაბნის, უნდა დაჭმუჭნის და გადააგდებს.

რა მოყვება ამას ქვეყნისთვის, თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ: საკუთარი უახლესი ისტორია სავსეა მაგალითებით.

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების კანონპროექტის შესახებ.

კომენტარები