NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ვიტრაჟები - კიდევ რა გადარჩა და რა გაანადგურა ხანძარმა [ფოტოები]

სამშაბათი, 16 აპრილი, 2019 - 16:49
AFP
tbl.ge/3mix
დაკოპირდა
AFP
Getty
AFP
EPA
Getty
FVA
EPA
WENN.com

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეებმა 850 წლის გოთიკური კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა მოახერხეს, ხის უძველესი კონსტრუქცია დაიწვა და ტაძრის სახურავის ნაწილი და კოშკი ჩაინგრა.

მაშველებმა მოახერხეს ტაძრის შიგნით განთავსებული რელიგიური ნივთების გადარჩენაც, მათ შორის ეკლის გვირგვინის, რომელიც მიაჩნიათ, რომ ჯვარზე გაკვრამდე ქრისტეს დაადგეს თავზე და ტუნიკის, რომელიც მეფე ლუი მეცხრეს ეცვა, როდესაც მან გვირგვინი პარიზში ჩაიტანა.


ფოტო: Reuters

უკანასკნელი ინფორმაციით გადარჩა ასევე ცნობილი ვიტრაჟები, რომლებიც კათედრალის სამ მხარეს ამშვენებს და ორღანი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში უფრო ძველი, მეჩვიდმეტე საუკუნის ორღანის ნაწილებისაგან შექმნეს.


ფოტო: wikipedia

ამ დრომდე უცნობია ტაძარში განთავსებული სხვადასხვა რელიკვიის ბედი, მათ შორის ლურსმნის და ჯვრის ფრაგმენტის, რომელზეც მიაჩნიათ, რომ ქრისტე გააკრეს.


ფოტო: Getty Images


კათედრალში ასევე იყო ქანდაკებები და ნახატები, რომლებიც შესაძლოა ხანძარმა ან ხანძრის ჩაქრობისას წყალმა დააზიანა. უნობია ასევე რა ოდენობის ზარალი მიადგა ტაძრის ფასადს.

პარიზის პოლიციაში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ცენტრალურ ნავის კამარის ნაწილი ჩამოიშალა და ახლა არქიტექტორები ადგენენ რამდენად მყარია დარჩენილი სტრუქტურა.

შეგახსენებთ, რომ ხანძრის გამომწვვი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა მას სარესტავრაციოს სამუშაოებს უკავშირებენ, რომელიც რამდენიმე წლის წინ კედელში ბზარების გაჩენის შემდეგ დაიწყო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ აუცილებლად მოხდება ტაძრის რეკონსტრუქცია. მასში მონაწილეობის და თანხის გაღების სურვილი არაერთმა ადამიანმა გამოხატა. მსოფლიო ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ის ევროპული კულტურის სიმბოლოა, ხოლო მაკრონმა ტაძარს საფრანგეთის "ისტორია, ლიტერატურა და სულის ნაწილი" უწოდა, რომელიც საფრანგეთის ისტორიაში ყველა დიდებული მოვლენის ეპიცენტრი იყო.

პარიზის ღვთისმშობლის ეკლესიის ისტორია შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარიპარიზიხანძარისაფრანგეთი

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 10 ივლისი, 2020 - 12:20პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კოშკს უცვლელად აღადგენენ
  • ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2019 - 18:21ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველად პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში საშობაო წირვა არ ჩატარდება
  • შაბათი, 14 სექტემბერი, 2019 - 14:56პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის შემდეგ მე-19 საუკუნის გობელინი აღადგინეს
  • კვირა, 16 ივნისი, 2019 - 13:05პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, ხანძრის შემდეგ, პირველი მესა ჩაფხუტებით ჩატარდა
  • ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2019 - 22:19პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს წყალგაუმტარი ქსოვილი გადააფარეს, პარიზში წვიმაა მოსალოდნელი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ტრამპი: აშშ ჰორმუზის მცველი ხდება, რისი ხარჯებიც ტვირთის 20%-იანი გადასახადით ანაზღაურდება
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 19:45

ტრამპი: აშშ ჰორმუზის მცველი ხდება, რისი ხარჯებიც ტვირთის 20%-იანი გადასახადით ანაზღაურდება

ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა - სააგენტო
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 19:35

ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა - სააგენტო

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:53

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:22

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
3რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕