1994 წლის ბოლოს, 95 წლის არჩევნებისათვის მე ვიყავი ერთ გაერთიანებაში, რომელსაც სახელად ერქვა "ოჯახთა აღორძინების კავშირი". ეს ისტორიაში არ წერია და ბევრმა ეს არ იცის. მაგრამ ახლა სულ ვფიქრობ, ვის ეცალა მაშინ ოჯახისთვის. დღეს პირიქით, ოჯახი სამიზნეა, ოჯახს ურტყამენ, გარედან, შიგნიდან. ლიბერალური ფრთა ურტყამს. მე ლიბერალებთან ჩემი ურთიერთობა მაქვს. მე მათ გარკვეულწილად ვაძლევ შანსს, რომ შემოვიდნენ ჩემს ველზე და ბევრ რამეს ვღებულობ. თავისუფლება ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ ზუსტად თავისუფლება არის, რომ შენ ბევრ რამეს გიკრძალავს... ყველგან არის ლიბერალური ფრთა. მე ყველა ლიბერალს ვეუბნები: თქვენ ხართ კონსერვატორების შვილები. მარტივ მაგალითს მოვიყვან: წყალში, ზღვის სანაპიროს ზოლში გარკვეულ სიღრმეზე შეგიმჩნევიათ ტივტივა. ის მოძრაობს. ტალღებს მიყვება მოყვება, მაგრამ გარკვეულ ზონაში. არის მანიშნებელი, რომ იქით საფრთხის ზონაა, იქით არის სიფრთხილე. ტივტივაა მთავარი? თუ ის ძირში დამაგრებული არ არის. და თუ ის გადაჭერით, ტალღამ შეიძლება ტივტივა 200 მეტრზე წაიღოს.
tbl.ge/3mas
დაკოპირდა

"ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ PalitraNews-ის ეთერში ისაუბრა.
ამავე თემაზე
- "გაიგებთ ჩემი ავადობის მიზეზს" - პარლამენტში ლადო კახაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
- კახაძე შოვზე: ყველას შეიძლება, ინფარქტი დაემართოს, ფეხი მოიტეხოს – ამის ტოლფასია სტიქია
- კახაძე: ოპერაციების გასაკეთებლად, ქართველებისთვის ახლა თურქეთია მოდაში
- კახაძე: მინდა, ყველა ერთად გავხდეთ ლობისტები სიცოცხლის პირველი წყაროისა – სასმელი წყლის
- კახაძე პარლამენტარებს: ალმასები ბრძანდებით, მაგრამ წახნაგდებით




