მე ვიცნობ იმ ქვეყანას, სადაც განათლების მისაღებად 73 ქვეყნიდან შემოდიან. 73 ქვეყნის შვილი, რომელმაც მერე თავის სამშობლოში უნდა უპატრონოს ადამიანებს, აქ იღებს განათლებას. კიდევ უარესსს გეტყვით, საქართველოში მიღებული საბაზისო განათლებით, ქართველები 130 ქვეყანაში მუშაობენ. მოგმართავთ ქართველებს. მე იმ თაობის ვარ, მაშინ მოსკოვი რომ იყო მოდაში. მოსკოვში ჩადიოდნენ და ოპერაციები იქ უნდა გავიკეთოთო. ისინი ეუბნებოდნენ - თქვე დალოცვილიშვილებო, ეგნატე ფიფია იქ არ გყავთო? მიხეილ ჩაჩავა იქ არ გყავთ, აქ რატომ მორბიხართო. მაგრამ, ეს ქართული ფენომენია. ახლა თურქეთია მოდაში. მანამდე ავსტრია და საფრანგეთი იყო. იქ ექიმის შეცდომით თუ რამე მოუვა, არავინ ამჟღავნებს. იმდენი სიხარული მე, რაც ვიცი ყველაფერი. იქ ნამკურნალების ბედი, მერე ჩემთან მოსული. ექიმებსა და საქართველოს პოტენციალს ასეთი შეურაცხყოფა არ მიაყენოთ, ძალიან გთხოვთ. ქართველ ექიმებს ინტელექტით, გაწაფულობით, მათი მზაობით, ისწავლონ და გაასწრონ სხვებს ცოდნაში, აითვისონ ახალი ტექნოლოგიები, მსოფლიოში ბადალი არ ჰყავთ. იმ პოლიტიკას, რომელსაც ეს ხელისუფლება ატარებს და მხარს უჭერს ჯანდაცვის კომიტეტი, უმრავლესობა და საღად მოაზროვნე ოპოზიცია, არის ზუსტად ევროასოცირების ერთ-ერთი შემადგენელი კონსტრუქციული ნაწილი.
tbl.ge/651f
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოში ჯანდაცვის პოლიტიკის შეფასებისას.
ამავე თემაზე
- კახაძე შოვზე: ყველას შეიძლება, ინფარქტი დაემართოს, ფეხი მოიტეხოს – ამის ტოლფასია სტიქია
- კახაძე: მინდა, ყველა ერთად გავხდეთ ლობისტები სიცოცხლის პირველი წყაროისა – სასმელი წყლის
- კახაძე პარლამენტარებს: ალმასები ბრძანდებით, მაგრამ წახნაგდებით
- კახაძე: 21-ე საუკუნეში ვერაგი სიძულვილის ვირუსი აღმოვაჩინე, რომელიც კორონავირუსზე უარესია
- კახაძე გახარიას: რას ფიქრობთ დავით აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილას დაბრუნებაზე?