შუალედური არჩევნები

უგულავა: ლპობის სუნი და გემო ამ ქვეყანაში შუშის სასახლიდან მოდის

გიგი უგულავა
ტაბულა

"ლპობის სუნი და გემო ამ ქვეყანაში შუშის სასახლიდან მოდის! ცვლილებების ეპოქა დადგა," - ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ხომულის თემში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად შუალედურ არჩევნებში, ზაურ ქაშიბაძე წარადგინა.

“ქვეყანაში ცვლილებების ეპოქა დადგა და ჩვები ამოცანაა, ეს ცვლილებები მოხდეს მშვიდობიანად, მშვიდობიანად გავუშვათ ბიძინა ივანიშვილი სახლში, იმისათვის რომ ქვეყანა განვითარების გზაზე დადგეს. ფაქტია, რომ ყველაფერი გაჩერდა, ფაქტია, რომ უკუსვლაა. უკვე მესამე შეთხვევაა, როცა წყალტუბოში მაღალი თანამდებობის პირს იჭერენ ქრთამზე, მაგრამ ასე პატარა მეისრეების დონეზე არ გამოვა. ჩვენ ვიხილეთ საიდან მოდის ეს ლპობის სუნი და ლპობის გემო ამ ქვეყანაში, მოდის შუშის სასახლიდან, რომლიდანაც გადმონთხეული ღვარძლი ჩვენ ორიოდე დღის წინ ვიხილეთ. ამის მოთმენა აღარ შეიძლება, ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და დარწმუნებული ვარ ამ სოფლიდან ვიტყვით გამარჯვების ზეიმს," - თქვა უგულავამ. 

შუალედური არჩევნები საქართველოში 19 მაისს გაიმართება. 

კომენტარები