12 მაისი

მთავრობა პარლამენტს: 12 მაისი დაჩქარებულად დაადგინეთ ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღედ

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

საქართველოს მთავრობა მიმართავს პარლამენტს, დაჩქარებული წესით მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება და 12 მაისი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ დაადგინოს. პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ინიციატივა საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის, რასაც მთავრობა იზიარებს.

"12 მაისი, რომელიც არის წმიდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე დადგინდეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ, ეს გახლავთ მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ, დარწმუნებული ვარ, 12 მაისი გახდება საქართველოში ერთერთი გამორჩეული ეროვნული დღესასწაული " - თქვა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები