საფრანგეთი-საქართველო

"დიდ ხანს ველოდი პარიზი-თბილისის ფრენებს" - ზურაბიშვილი AIR FRANCE-ს პირველი რეისის მგზავრი იყო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანია AIR FRANCE-ს პირველი რეისის პირველი მგზავრი იყო. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო მომსახურების ტერმინალში საზეიმო მიღება გაიმართა.

"ძალიან დიდი ხანი ველოდი პირდაპირ რეისს პარიზსა და თბილისს შორის. ეს კარგი და სასიხარულო ამბავია, არა მხოლოდ ჩემთვის. ჩემსავით, საქართველოც დიდხანს ელოდა საფრანგეთის ავიახაზების თბილისში შემოსვლას და ამ კუთხით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან საფრანგეთს ჩვენთვის სხვა დატვირთვა აქვს. დღევანდელი დღე სიმბოლურია იმ მხრივაც, რომ საფრანგეთი სიმბოლურად უბრუნდება ალესანდრე დიუმას გზას და ამით პასუხობს იმ მოლოდინებს, რაც ჰქონდა საქართველოს.

ეს არის ახალი ეტაპი საქართველო - საფრანგეთის ორმხრივ ურთიერთობებში და, მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ დღეს საფრანგეთი მზარდ როლს თამაშობს ევროპაში და პრაქტიკულად, ევროპის მომავლის ლიდერი ხდება. ეს არის საქართველოსთვის ევროპაში დაბრუნება და ევროპასთან პირდაპირი კავშირი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და როცა ვამბობთ -  მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში, ვგულისხმობთ მეტ ტურისტს, მეტ ინვესტორს, მეტ ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ კავშირებს. ჩვენ უკვე 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ეს ყველაფერი შესაძლებელია, როცა არსებობს ასეთი პირდაპირი კავშირები" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები