ზვიად გამსახურდიას საქმე

ბახტაძე: ის, რომ ზვიად გამსახურდიას ტრაგედია გამოუძიებელია, ნამდვილად დიდი სირცხვილია

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, სირცხვილია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებები გამოუძიებელია და "ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას".

მამუკა ბახტაძემ ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე თქვა.

"მისი ღვაწლი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაშ განსაკუთრებულია. ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა. მე ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე. ფაქტი, რომ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ გამოუძიებელია, ნამდვილად არის დიდი სირცხვილი და ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას. არა მხოლოდ შვიდი წელი, გამსახურდიას საქმე უფრო მეტ ხანს გრძელდებოდა და ბუნებრივია, ამ ყველაფერს უნდა დაესვას წერტილი და ქართული საზოგადოებისთვის ნათელი იყოს, რა მოხდა, ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე. თითოეულ მოქალაქეს, ყველა ჩვენგანს აქვს კითხვის ნიშნები და ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საქმეა, ყველა მოქალაქემ იცოდეს, რა მოხდა" - თქვა ბახტაძემ საზოგადეობრივი მაუწყებლის ცნობით.

ზვიად გამსახურდიას საქმის გამოუძიებლობას "ქვეყნის დიდი სირცხვილი" უწოდა ბიძინა ივანიშვლმაც. ქართული ოცნების თავმჯდომარეს პირველი პრეზიდენტის შვილები გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 7 წლის მანძილზე საქმე წინ არ წასულა, ამიტომ არ აქვთ საფუძველი, დაუჯერონ დაპირებებს.

კომენტარები