ზვიად გამსახურდიას საქმე

კობახიძე: ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება სასწრაფოდ არის ბოლომდე მისაყვანი

ის იყო პატრიოტი, რომელსაც განსაკუთრებული როლი მიუძღვის საქართველოს ეროვნული მოძრაობის აღორძინებაში. ის იყო რეფერენდუმის ინიციატორი, რომელიც დღემდე ძალიან კარგ სამართლებრივ საფუძველს უქმნის ჩვენს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ გამთლიანებას. ის იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე და ჩვენი ვალია მის ხსოვნას სათანადო პატივი მივაგოთ. სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე ვერ მოხერხდა საქმის გამოძიება, მისი ბოლომდე მიყვანა. ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ საქმე არის სასწრაფოდ ბოლომდე მისაყვანი. სამართლებრივი ზომებიც მივიღეთ ამისთვის და კანონში შევიტანეთ ცვლილება. შესაბამისად, არის სრული მხარადჭერა სამართალდამცველი ორგანოების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ გაიცემა პასუხები

პარლამენტის თამვჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზვიად გამსახურდიას საქმის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.

კომენტარები