ჩემთვის რეალურად არსებითად არაფერი არ შეცვლილა. ეს ნაციონალური მოძრაობის განვითარების ძალიან ლოგიკური ეტაპია, რომელიც არის ინიცირებული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და იქნება ნაციონალური მოძრაობის ლიდერი. მისი ეს ინიციატივა დაკავშირებული იყო იმ რეალიებთან, რაც სამწუხაროდ, გვაქვს ქვეყანაში, როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ აქვს საშუალება საქართველოში ყოფნისა და პოლიტიკური საქმიანობისა ყოველდღირ საფუძველზე, რაც ძალიან საჭიროა ახლა, იმ ეტაპზე, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ნელ-ნელა იშლება, მას ცალკეული ელემენტები ეცლება და ბუნებრივია, ჩვენ ვგრძნობთ კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, ასეთ ვითარებაში ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყანაში რაღაცა ქაოსი და არეულობა დამკვიდრდეს
tbl.ge/3kuq
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე TV პირველის ეთერში, კითხვაზე - რა შეიცვალა მისთვის პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევით და მიხეილ სააკაშვილის "ცოტა დისტანცირებით".
ამავე თემაზე
- "ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია" – ჟორჟოლიანი სააკაშვილის განცხადებაზე
- სააკაშვილი: შევთანხმდით, პარტიაში შემოვიერთოთ ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს




