NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
სოციალური მუშაკების პროტესტი

სოციალური მუშაკების გაფიცვა დაიწყო, მთავრობის ადმინისტრაციასთან 19:00 საათზე აქცია ჩატარდება

ორშაბათი, 25 მარტი, 2019 - 13:55
ტაბულა
tbl.ge/3km2
დაკოპირდა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა

სოციალური მუშაკების გაფიცვა დაიწყო. 

მათი ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციის წინ არის შეკრებილი, საღამოს 19:00 საათზე აქ აქციაც გაიმართება. 

სოციალურმა მუშაკებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც რამდენიმეკვირიანი მცდელობის მიუხედავად, სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სოც. მუშაკების თქმით, მათი 20-ზე მეტი მოთხოვნიდან უწყება მხოლოდ ერთის შესრულებაზე დათანხმდა, ისიც ნაწილობრივ, რაც მათთვის მიუღებელია. 

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ მათთვის გასაგებია, რომ ყველა მოთხოვნა ერთბაშად ვერ მოგვარდება, ამიტომ შეარჩიეს 6 პუნქტი, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს, სხვა პუნქტებზე კი მთავრობისგან მზაობას და მოგვარებისთვის შემხვედრ ნაბიჯებს ითხოვენ. 

გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრის ყოფილი სოციალური მუშაკი, აქტივისტი სოფო ხვთისიაშვილი ამ 6 პუნქტს განმარტავს: 

  • ყველა სერვის-ცენტრს დაემატოს ფსიქოლოგი და იურისტი, რათა ძალადობა განცდილ ბავშვს ფსიქოლოგის რიგში 1 წლით დგომა არ მოუწიოს. 
  • დაემატოს ტრანსპორტი, იმიტომ რომ სოციალური მუშაკები თავიანთი ჯიბიდან არ უნდა იხდიდნენ ტრანსპორტირების ფულს ან არ უწევდეთ 10 კილომეტრის ფეხით გავლა, მით უმეტეს, როცა გადაუდებელი შემთხვევაა. 
  • ისეთი საქმეების ჩამოშორება, რომელიც სოციალური მუშაკის პროფესიულ ვალდებულებებში არ შედის - საოქმო გადაწყვეტილებების გაკეთება, ვაუჩერების ბეჭდვა, ტექნიკური საქმე. 
  • ასევე, საპროცესო წარმომადგენლობის ჩამოშორება, რაც გულისხმობს იმას, რომ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო კი არ იტყვის უარს, რომ არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი იყოს, არამედ ამ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე 100 და მეტი საქმე აქვთ, არ მოუწიოთ 10 საათი პოლიციის განყოფილებაში ჯდომა. 
  • კადრების დამატება - დღეს სააგენტო საუბრობს, რომ გამოცხადებული გვაქვს ვაკანსია და ემატება 50 კადრი. ეს არ არის საკმარისი - თითო სერვის-ცენტრზე 1 ადამიანის დამატება მდგომარეობას არ შეამსუბუქებს. 
  • ხელფასების გათანაბრება საჯარო სამსახურის სხვა უწყებების თანამშრომლებთან - სოციალურ მუშაკებს  680 ლარი აქვთ ხელფასი, თუმცა, სხვა უწყებებს ბევრად მეტი აქვთ. 

სოციალური მუშაკების პროტესტის პასუხად ჯანდაცვის უწყება ამბობს, რომ მათ გადადგეს ქმედითი ნაბიჯები წარმოდგენილი მოთხოვნების შესასრულებლად, თუმცა, "როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა". 

სოციალური მუშაკების მოთხოვნებსა და სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

სოციალური მუშაკების პროტესტისოციალური სამუშაოსოფო ხვთისიაშვილიჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 3 მაისი, 2019 - 14:33სოც. მომსახურების სააგენტო: სოციალური მუშაკების დაპირებების შესრულება არ შეგვიწყვეტია
  • ხუთშაბათი, 2 მაისი, 2019 - 12:33სოციალური მუშაკები: ჯანდაცვის უწყება ჩვენთვის მოცემულ დაპირებებს არ არსულებს
  • სამშაბათი, 2 აპრილი, 2019 - 11:50სოციალური მუშაკები გაფიცვას წყვეტენ
  • ხუთშაბათი, 28 მარტი, 2019 - 19:26სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს
  • ხუთშაბათი, 28 მარტი, 2019 - 16:52შეწყვეტენ თუ არა გაფიცვას სოციალური მუშაკები - მინისტრთან შეხვედრა დასრულდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

SBU: უკრაინამ ენგელსის სამხედრო აეროდრომზე იერიშისას Tu-95 ტიპის ბომბდამშენი გაანადგურა
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 - 16:04

SBU: უკრაინამ ენგელსის სამხედრო აეროდრომზე იერიშისას Tu-95 ტიპის ბომბდამშენი გაანადგურა

ზოდელავა ვივამედში გადაიყვანეს, მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა - პენიტენციური
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 - 16:03

ზოდელავა ვივამედში გადაიყვანეს, მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა - პენიტენციური

შეთავაზება TBC კონცეპტ Visa Signature მფლობელებისთვის - შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში (რ)
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 - 15:44

შეთავაზება TBC კონცეპტ Visa Signature მფლობელებისთვის - შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში (რ)

გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ენდი ბერნემი გახდა
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 - 15:41

გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ენდი ბერნემი გახდა

თამოსკინს მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის დარღვევა დავუდგინეთ - GCCA
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 - 14:33

თამოსკინს მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის დარღვევა დავუდგინეთ - GCCA

ყველაზე კითხვადი

როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)
1როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)
2იოსებ სიგუამ პროცესზე 2 ცრუ მოწმე წარმოადგინა, პოლიციის მაღალჩინოსნები – სოფიო სიგუა
3ზახაროვა: ყველაფერი, რასაც დასავლეთში, მათ შორის საქართველოზე, აცხადებენ, მცდარია
4ქართველი მკვლევრები მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას მსოფლიო კონგრესზე წარადგენენ
5რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕