მაიკლ ჯექსონი

სტრეიზანდმა მოიბოდიშა თავისი ნათქვამისთვის მათზე, ვინც ჯექსონს პედოფილიაში ადანაშაულებს

ბარბრა სტრეიზანდი და მაიკლ ჯექსონი

ბარბრა სტრეიზანდმა მოიბოდიშა თავისი ნათქვამისთვის მათზე, ვინც მაიკლ ჯექსონს პედოფილიაში ადანაშაულებს.

რამდენიმე დღის წინ 76 წლის მომღერალი იმ პირებს გამოეხმაურა, ვინც ყვება, რომ ბავშვობაში მაიკლ ჯექსონი მათზე სექსუალურად ძალადობდა და თქვა, რომ ისინი ამ ფაქტს არ მოუკლავთ. 

მისი თქმით, ის წუხს თუ ვინმეს თავისი სიტყვებით ტკივილი მიაყენა.

"მე ძალიან ვწუხვარ იმ ტკივილისთვის ან გაუგებრობისთვის, რომელიც გამოვიწვიე იმით რომ არ შევარჩიე სიტყვები უფრო ფრთხილად მაიკლ ჯექსონზე და მის მსხვერპლებზე. საერთოდ არ მსურდა, რომ გამეუფასურებინა ის ტრამვა, რომელიც ამ ადამიანებმა გამოცადეს. როგორც ყველა სექსუალური შევიწროების მსხვერპლს, მათაც მოუწევთ ამ ტვირთის მთელი ცხოვრება ტარება. ვიმედოვნებ, ჯეიმსმა და უეიდმა იციან რომ პატივს ვცემ და ვეთაყვანები მათ სიმართლის ლაპარაკისთვის", - თქვა ბარბრა სტრეიზანმდა.

HBO-ს კონტროვერსიულ დოკუმენტურ ფილმში "Leaving Neverland" 36 წლის უეიდ რობსონი და 40 წლის ჯეიმს სეიფჩაკი ყვებიან, რომ როდესაც ისინი 7 და 10 წლისები იყვნენ მაიკლ ჯექსონი მათზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. ეს ჯექსონის წინააღმდეგ წაყენებული პირველი ბრალდება არ არის ამ კუთხით. 1993 და 2003 წლებში მას სხვადასხვა ბავშვის მშობელი უჩიოდა, თუმცა სასამართლომ ის ორჯერ გაამართლა.

კომენტარები