მაიკლ ჯექსონი

სასამართლომ მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა

BBC

აშშ-ს სასამართლომ ლეგენდარული მომღერლის, მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ შეტანილი ჯეიმს სეიფჩაკის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სეიფჩაკის თქმით, ჯექსონი 1988 წელს მასზე რეგულარულად სექსუალურად ძალადობდა, იმ დროისთვის მბრალმდებელი 10 წლის იყო.

2014 წელს სეიფჩაკმა მაიკლ ჯექსონის დაარსებულ კომპანიებს - MJJ Productions-სა და MJJ Ventures-ს უჩივლა, რომლებიც მისი აზრით, პოპის მეფეს ბავშვებზე ძალადობაში ხელს უწყობდნენ და შემდგომში დანაშაულსაც მალავდნენ.

სასამართლოს აზრით, ბრალდება უსაფუძვლოა და კომპანიებს სეიფჩაკის მიმართ არანაირი პასუხისმგებლობა და ვალდებულება არ გააჩნიათ.

ჯეიმს სეიფჩაკი და უეიდ რობსონი გახმაურებული დოკუმენტური ფილმის Finding Neverland-ის მთავარი გმირები არიან. 2019 წელს გამოსული სურათის შემქმნელები 10 წლის წინ გარდაცვლილ მაიკლ ჯექსონს პედოფილიაში ღიად ადანაშაულებდნენ. 

კომენტარები