#დაასახელეკანონი - ახალი ჰეშთეგ კამპანია სოციალურ ქსელში ევროპული საქართველოს დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ, წამოიწყო.
პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გამოსვლის შემდეგ, ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა, თქვა, რომ ოპოზიციის წევრები ვერ დაასახელებენ კანონს, რომელიც პარლამენტმა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში მიიღო და რომელმაც მოქალაქეების ცხოვრება გააუარესა.
პირველი პოსტი სერგი კაპანაძემ დაწერა და თანაგუნდელი ოთარ კახიძე გამოიწვია.
Facebook-გამოწვევა გრძელდება და მას შეგიძლიათ თქვენც შეუერთდეთ, ჰეშთეგით #დაასახელეკანონი.




