თეა წულუკიანის გამოსვლები პარლამენტში, როგორც წესი, არის ხოლმე ერთი მხრივ, არის უშინაარსო, მეორე მხრივ, სავსეა ხოლმე ტყუილებით და მესამე, ღვარძლიანი და ბოროტი. როგორც ჩანს, ამ ღვარძლიანი, შურით, ზიზღით, უშინაარსო გამოსვლები მოსწონს უმრავლესობას და ეს გასაგებიცაა, იმიტომ, რომ წულუკიანი როდესაც გამოდის პარლამენტში არც ერთ სიტყვას არ ამბობს ჩვენი თანამოქალაქეების გასაგონად, ის ამას ლაპარაკობს, რომ თავი წარმოაჩინოს ივანიშვილის წინაშე, ეს არის მთელი მისი თამაში და ვიღაცას, ბუნებრივია, რომელიც ნეგატიურადაა განწყობილი ოპოზიციის მიმართ მოსწონს ეს ყველაფერი. ამიტომ ღმერთმა შეარგოთ და მოახმაროთ წულუკიანი. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეხება, სამწუხაროდ, წულუკიანმა ჩააგდო.
საქართველოს პარლამენტი
კაპანაძე: წულუკიანის პარლამენტში გამოსვლა უშინაარსოა, ტყუილებითაა სავსე და არის ღვარძლიანი
tbl.ge/3k98
დაკოპირდა

ასე აფასებს ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე წულუკიანის გუშინდელ გამოსვლას პარლამენტში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამეტნში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენა განახლდა.
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




