შინაური ცხოველები

ძაღლმა არ იცოდა, რომ პატრონი გარდაიცვალა და დიდი ხანი საავადმყოფოსთან ელოდებოდა

არგენტინაში, 6 წლის ლაბრადორი საავადმყოფოსთან პატრონს დიდი ხნის განმავლობაში ისე ელოდებოდა, რომ მისი გარდაცვალების შესახებ არ იცოდა.

ძაღლის, სახელად ტოტოს პატრონი საავადმყოფოში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ძაღლის საავადმყოფოსთან მიყვანა თვითონ პატრონმა მოითხოვა, რათა თავის ცხოველს უკანასკნელად დამშვიდობებოდა

პატრონის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა საავადმყოფო ისე დატოვეს, რომ ძაღლის სახლში წაყვანა არავის გახსენებია. 

ცხოველთა დაცვის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის, ფატიმა როდრიგეზის თქმით, ლაბრადორისთვის ისინი ახალ პატრონს ეძებენ, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კი საავადმყოფოსთან ახლოს ცხოვრებაა, რადგან შეიძლება ძაღლმა გაქცევა სცადოს.

კომენტარები