მუშების გარდაცვალება

ორთაჭალაში მშენებლობიდან სამი მუშა გადმოვარდა, ორი მათგანი გარდაიცვალა

flickr

დღეს, თბილისში ორთაჭალაში მიმდინარე მშენებლობიდან სამი მუშა გადმოვარდა - ორი მათგანი გარდაიცვალა, ერთი მუშის მდგომარეობა კი ამ დროისთვის მძიმეა.

მშენებლობიდან გადმოვარდნის შემდეგ ერთი მუშა ადგილზევე გარდაიცვალა, დანარჩენი ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთის გარდარჩენა ვერ მოხერხდა და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, გადარჩენილი მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინიტრომ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები