თეა წულუკიანი

კობახიძე: პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს შორის დისკუსიის დეტალები არ ვიცი 

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მან პრემიერმინისტრსა და იუსტიციის მინისტრს შორის დისკუსიის დეტალები არ იცის. 

მისი თქმით, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი დაპირისპირება არ იყო და საკითხი მარტივად მოგვარდა.

"მე, სამწუხაროდ, არც კი ვიცი ამ დისკუსიის დეტალები. როდესაც საქმე ეხება ურთიერთობას პრემიერმინისტრსა და მთავრობის ერთ-ერთ წევრს - მინისტრს, შორის, ბუნებრივია, ეს ურთიერთობა უნდა გაირკვეს ამ ორ თანამდებობის პირს შორის. მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ჩაერთოს პარლამენტი ან პოლიტიკური გუნდი, თუ მწვავდება ეს საკითხი. ამ შემთხვევაში, როგოც ჩანს მარტივად გადაწყდა ეს საკითხი, აქედან გამომდინარე პოლიტიკური გუნდის ფორმატში აღარ გახდა ამ საკითხის განხილვა საჭირო",- ამბობს კობახიძე.

იუსტიციის მინისტრის გადადგომის შესახებ რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია. ის ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ ერთი კვირის ვადაში გადაწყვეტდა, დატოვებდა თუ არა თანამდებობას.

მან 12 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოზიციები შეაჯერეს და თემა ამოწურულია. შესაბამისად, ის თანამდებობას აღარ დატოვებს.

კომენტარები