taxify

Taxify-ს რებრენდინგი - Bolt მომხმარებელს მრავალფეროვან სატრანსპორტო არჩევანს შესთავაზებს

Taxify-ს რებრენდინგი - Bolt მომხმარებელს მრავალფეროვან სატრანსპორტო არჩევანს შესთავაზებს.

taxify - სატრანსპორტო კომპანია ესტონეთიდან, რებრენდინგს აკეთებს და სახელს bolt-ად იცვლის. ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი სატრანსპორტო არჩევანის შეთავაზებაა, რომელიც მხოლოდ კერძო ავტომობილებით არ შემოიფარგლება. კომპანია დღესდღეობით 30 ქვეყანაში ფუნქციონირებს და 25 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

კომპანიის თანადამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორის, მარკუს ვილიგის თქმით taxify-ს bolt-ად რებრენდინგი რამდენიმე მიზანს ემსახურება. ახალი სახელი მიანიშნებს როგორც სიჩქარეზე, ასევე ტრანსპორტის ელექტორო მომავალზე.

"ტაქსის” ამოღება კომპანიის სახელიდან, ტექნოლოგიურ მომავალზე აქცენტის გარდა, ხაზს უსვამს კომპანიის მიზანს, გააფართოვოს სფერო და მოიცვას არამარტო ავტომობილით ტრანსპორტირება.

"ძველი სახელი ძალიან გვზღუდავდა", - ამბობს ვილიგი.

მიუხედავად იმისა, რომ bolt-ის მომსახურების დიდ ნაწილს დღეს ავტომობილები შეადგენენ, კომპანიის გეგმაა დაამატოს სკუტერები, სხვა ინდივიდუალური ტრანსპორტის ფორმები და მალე აპლიკაციაში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მონაცემები ჩააშენოს.

კომპანიის სახელისა და ხედვის ცვლილება დაფინანსების ახალ ეტაპთანაცაა დაკავშირებული. ბოლო მონაცემებით, bolt-მა 2018 წლის მაისში 175-მილიონიანი ინვესტიცია მიიღო, თუმცა, მას შემდეგ კომპანიის მომხმარებელთა რიცხვი 10-დან 25 მილიონამდე გაიზარდა.

შესაბამისად, დაფინანსების ახალ ეტაპზე უფრო დიდი ზომის ინვესტიციაა მოსალოდნელი.

კომენტარები