ბავშავთა უფლებების კოდექსი

კვიციანი: ცოტა მკაცრად თუ არ გაიზარდა ბავშვი, არ მგონია მისგან რამე ნორმალური დადგეს

ანუ ბავშვი რო დაიბადება იმის შემდეგ მას აქვს უფლებები. რისი უფლებები? უფლება აქვს მშობლებს უსმინოს, შეასრულოს მათი მითითება. ეს ერთი. უფლება აქვს მოუსმინოს პედაგოგებს და შეასრულოს მათი ველა დავალება სწავლის პროცესში. უფლება აქვს მოუსმინოს მოძღვარს და ილოცოს მშობლებისთვის, მეგობრებისთვის და სამშობლოსთვის. ასევე იმარხულოს და ეზიაროს. საცხოვრისის უფლება აქვს, რაც არის ყველაზე მთავარი და ყველაზე დიდი უბედურება ჩვენს ქვეყანაში. უამრავი ბავშვი არის უკანასკნელი საცხოვრისის გარეშე ბანკების მიერ. ამასთან დაკავშირებით ხმას არავინ არ ვიღებთ, რატომღაც და ყოველდღე პანტი-პუნტად ყრიან სახლებიდან ბავშვებს. ზედმეტი თავისუფლება ხომ არ მიგაჩნიათ ბავშვებისთვის დამღუპველი? მაქვს მხედველობაში ის რომ ჯერ ერთი, ბავშვებზე ძალადობა, უნდა იყოს დაკონკრეტებული რა არის ბავშვებზე ძალადობა, იმიტომ რომ პატარა რაღაცა შენიშვნის მასწავლებლებს ყრიან სკოლებიდან. პატარა შენიშვნა თუ არ მიეცა ბავშვს და ბავშვი ცოტა მკაცრად თუ არ გაიზარდა, არამგონია მისგან რამე დადგეს ნორმალური და როდესაც ზედმეტი თავისუფლება, ზედმეტი უფლებები ბავშვის დამღუპველი იქნება მისთვის, ეს ქვეყნისთვისაც დამღუპველია რა თქმა უნდა. 

პატრიოტთა ალიანსის წევრი, ემზარ კვიციანი გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც ბავშვთა უფლებების კოდექსს განიხილავენ.

კომენტარები