დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

Reuters

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, ქართული ოცნების უმრავლესობა ხუთმა დეპუტატმა დატოვა - ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა. შედეგად, ქართულმა ოცნებამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

კომენტარები