ნარკოდანაშაული

დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობისთვის პირს 20 წელი მიუსაჯეს

thedrugclassroom.com

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის და გასაღების მცდელობისთვის ბრალდებულ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ს.ზ.-მ 2018 წლის მარტიდან  მაისის ჩათვლით, საქართველოში ყოფნის პერიოდში,  შეიძინა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები - 20,09 გრ.  ალფა-პვპე (a-PVP), დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - 0,925 გრ. მეტამფეტამინი (მარილი) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები  - 15,45 გრ. მდმა (3,4–მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 117,4674 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლი. აღნიშნული ნარკოტიკების ნაწილი ს.ზ.-მ  პაკეტებად დააფასოვა და გასაღების მიზნით  ქ.თბილისის სხვადასხვა უბნებში 147 სპეციალურად მონიშნულ ადგილზე განათავსა, რაც სამართალდამცველებმა  გამოძიების პროცესში  ამოიღეს,"- წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ს.ზ. 2018 წლის 24 მაისს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ ნარკოტიკი ამოიღო.

კომენტარები