შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ბ. მუხრანში დააკავეს.
"სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, “აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 15 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს",- აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა- შენახვას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.