მკვლელობა

შსს: მკვლელობის და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გავხსენით, დაკავებულია 1 პირი

REUTERS

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული მ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით ორი ადამიანი: 1970 წელს დაბადებული ა.მ. და 1966 წელს დაბადებული გ.ტ. დაჭრა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა, ორივე დაჭრილი სტაციონარში გადაიყვანეს. სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ერთ-ერთი მათგანი - ა.მ. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ლანჩხუთის რაიონში დააკავეს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,

კომენტარები