მაღალი მოდის ბრენდმა Burberry-მ მწვავე კრიტიკის შემდგომ, ბოდიში მოიხადა და გაყიდვებიდან ამოიღო ახალ კოლექციაში წარმოდგენილი ჰუდი, რომელიც ყულფითაა გაფორმებული.
"ძალიან ვწუხვართ, შეცდომა დავუშვით და ბოდიშს ვიხდით იმ პროდუქტის გამო, რომელიც 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში წარმოვადგინეთ", - ამბობს მარკო გობეტი, Burberry-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ფოტო: JOHN PHILLIPS/BFC




