ცნობილი სურათი

მეზღვაური, რომელიც ცნობილ ფოტოში გოგოს კოცნის, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

Life Magazine

სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეზღვაური, რომელიც ყველასთვის ცნობილ ფოტოში გოგოს კოცნის, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯორჯ მენდონსა გულის შეტევის შედეგად კვირას გარდაიცვალა.

ფოტოგრაფმა ალფრედ ეიზენდზტაედმა სურათი 1945 წლის, 14 აპრილს  გადაიღო. სურათი ნიუ-იორკში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღნიშვნის დროს არის გადაღებული.

სურათში ჯორჯ მენდონსა მედდას, გრეტა ციმერს კოცნის. მეზღვაურმა NBC-ის რამდენიმე წლის წინ უთხრა, რომ მან სურათის გადაღებამდე ცოტა ხნით ადრე გაიგო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შესახებ და მოზღვავებული ემოციების გამო, გადაწყვიტა გოგოსთვის ეკოცნა.

სურათის მეორე მონაწილე, ახალგაზრდა მედდა გრეტა ციმერი 2016 წელს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები