Facebook

Facebook-მა აშშ-ში მოქმედი კრემლთან დაკავშირებული გვერდები დაბლოკა

CNN

Facebook-მა Maffick Media-ს მიერ შექმნილი გვერდები დროებით დაბლოკა. მიზეზი ისაა, რომ Maffick Media-ს 51%-იან წილს რუსული მედია კომპანია Ruptly ფლობს, რომელის სპონსორიც თავის მხრივ კრემლის მიერ დაფინანსებული რუსული სახელმწიფო მედია კომპანია Russia Today-ა. თუმცა Maffick Media-ს გვერდებზე ეს კავშირი არ ფიქსირდება. გვერდები ე.წ. მილენიალებისთვის განკუთვნილ ვიდეოებს ქმნიან და ათობით მილიონი მიმდევარიც ჰყავთ.

ვიდეოები აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და ამერიკულ მედიას აკრიტიკებს, თუმცა თავს არიდებს რუსეთის მთავრობის კრიტიკას.

Maffick Media-მ გვერდებზე სამუშაოდ კონტრაქტორები ლოს ანჯელესში დაიქირავა, თუმცა თავად კომპანია გერმანიაშია რეგისტრირებული.

Facebook კომპანიას სთხოვს გაასაჯაროვოს მათი კავშირები მფლობელ კომპანიებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში დაბლოკილი გვერდები არ აღდგება.

ამ ნაბიჯით Facebook-ს სურს პოპულაული გვერდები უფრო გამჭვირვალე გახდეს. 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად კრემლის მიერ დაფინანსებული ჯგუფების გააქტიურების გამო კომპანიამ მსგავის ზომები გააამკაცრა.

"ხალხი, ვინ ამ გვერდებს უკავშირდება, შეცდომაში არ უნდა შეიყვანონ იმის შესახებ, თუ ვინ დგას ამ ჯგუფების უკან. ისევე როგორც გავაძლიერეთ ბრძოლა ყალბ მასალასთან და ანგარიშებთან, გავაგრძელებთ გაუმჯობესებას, რათა ხალხმა მეტი ინფორმაცია მიიღოს იმ გვერდების შესახებ, რომლებიც აქვთ გამოწერილი." ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები