აშშ

მიტჩ მაკკონელი: ტრამპი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს, რათა ააშენოს კედელი

დონალდ ტრამპი
NBC

სენატის უმრავლესობის ლიდერის, რესპუბლიკელი მიტჩ მაკკონელის თქმით, დონალდ ტრამპმა დაგეგმა გამოაცხადოს ეროვნული საგანგებო მდგომარეობა, რის შედეგადაც შეძლებს გვერდი აუაროს კონგრესს და ააშენოს დიდი ხნის წინ დაპირებული სასაზღვრო კედელი.

"პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გასცა დაპირება რომ ააშენებს კედელს, დაიცავს საზღვარს და ჩვენს დიდებულ ქვეყანას", - თქვა თეთრი სახლის პრეს მდივანმა სარა სანდერსმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპს და კონგრესს სასაზღვრო კედლის დაფინანსების თაობაზე შეთანხმებისათვის ჯერ არ მიუღწევიათ. აშშ-ის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ლიდერებმა მთავრობის ხელახალი დახურვის თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწიეს, რომელის მიხედვითაც სასაზღვრო კედლისათვის ბიუჯეტში 1.4 მილიარდი აშშ დოლარი გამიოყოფა, რაც ტეხასში საზღვარზე არსებული მეტალის ღობის დამატებით 90 კილომეტრით გაგრძელებას მოხმარდება. პრეზიდენტი ტრამპი 5.7 მილიარდს ითხოვდა.

კომენტარები