უნგრეთი

უნგრეთი მრავალშვილიანი დედების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას გეგმავს

ვიქტორ ორბანი
EPA

უნგრეთი მრავალშვილიანი დედების საშემოსავლო გადასახადისაგან მთელი ცხოვრების მანძილზე გათავისუფლებას გეგმავს.

პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის თქმით ქალები, რომლებსაც 4 ან მეტი შვილი ჰყავთ საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლდებიან და ეს ინიციატივა დემოგრაფიული ზრდის ხელშეწყობას ემსახურება.

ინიციატივის ფარგლებში ახალშექმნილ ოჯახებს 36,000 აშშ დოლარამდე უპროცენტო სესხის აღებაც შეეძლებათ და სამი შვილის გაჩენის შემთხვევაში გაუნულდებათ.

შვიდპუნქტიანი გეგმა მომდევნო 3 წლის მანძილზე ქვეყანაში 21,000 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას, ჯანდაცვის ბიუჯეტის 2.5 მილიარდი აშშ დოლარით ზრდას და სხვადასხვა სუბსიდიებს მოიცავს.

ორბანის აზრით ეს არის გზა ქვეყნის მომავლის დასაცავად, იმიგრაციაზე დემოკიდებულების გარეშე.

"დასავლეთისათვის ყველა დაკარგულ ბავშვზე ერთი მიგრანტი უნდა შემოვიდეს და ყველაფერი კარგად იქნება. უნგრელი ხალხი სხვაგვარად ფიქრობს. ჩვენ ციფრები არ გვჭირდება, ჩვენ უნგრელი ბავშვები გვჭირდება." თქვა მან.

არსებული სტატისტიკით, უნგრეთის მოსახლეობა წელიწადში 32,000-ით მცირდება. უნგრეთში შობადობა ევროპის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.

კომენტარები