ევროპის ჩემპიონატი რაგბიში

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები 18:9 დაამარცხა [ვიდეო]

Betdistrict

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში რუმინეთი, ქალაქ კლუჟში, ანგარიშით 18:9 დაამარცხა.

„ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს 2 ლელო დაუდეს, ასევე შეასრულეს ერთი გარდასახვა და ერთიც - ჯარიმა. 

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას თბილისში, ავჭალის სტადიონზე გამართავს - ბორჯღალოსნები ესპანეთს მიიღებენ.

კომენტარები